Digest Logo

„მზე სამი დღით წყვეტს თავის მოძრაობას...იესო ქრისტე ჩვენს დაიბადა 21 აგვისტოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე“ - რას წერს ხათუნა ნოელი?

1745055487
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„იესო ქრისტე ჩვენს დაიბადა 21 აგვისტოს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე7 წელს.
(ვრცელი სტატიაა, მაგრამ ასეთი რამეები მოკლედ არ ითქმის).

იესოს ბიოგრაფიული დეტალების გამორკვევას უკვე მე-5 მე-6 საუკუნეებიდან ცდილობდნენ. პირველ მკვლევართა შორის იყო ბერი დიონისე მცირე. ხელმძღვანელობდა რა ებრაული კალენდრითა და ისტორიული ცნობებით, მისი გამოთვლებით ჯვარცმა 31წლის 23 მარტს უნდა მომხდარიყო.525 წელს სწორედ ეს გამოთვლა დაედო საფუძვლად იმას, რომ წელთაღრიცხვას ქრისტეს დაბადებიდან ვაწარმოებთ. მანამდე ქრონოლოგია აღინუსხებოდა იმპერატორების მეფობის წლების მიხედვით.

თუმცაღა მე-20 საუკუნეში მეცნიერებმა ეჭვქვეშ დააყენეს დიონისე მცირეს გამოთვლები.
დავიწყოთ მოგვებით:

როდესაც აღმოსავლელმა სამმა ვარსკვლავთმრიცხველმა მეფემ ცაზე მოძრავი არაჩვეულებრივად კაშკაშა ვარსკვლავი შენიშნა, რომელიც მათი აზრით იუდეველთა ახალი მეფის დაბადებას მოასწავებდა, მათ არამხოლოდ უზუსტესად გამოთვალეს მისი მოძრაობის ტრაექტორია, არამედ ის კონკრეტული ადგილიც, სადაც უნდა დაბადებულიყო ახალშობილი და შორეული აღმოსავლეთიდან მის თაყვანსაცემად გამოეშურნენ.

მაგრამ რას წარმოადგენდა სინამდვილეში ბეთლემის ვარსკვლავი? იყო ის კომეტა? თუ ცაზე როგორც ამას ადრეული ხანის მკვლევრები მიიჩნევდნენ, ზეახალი ვარსკვლავი დაიბადა?

საქმე იმაში არის, რომ ძველი ხალხები კომეტების გამოჩენას ძალზე მნიშვნელოვან მოვლენად თვლიდნენ და ჟამთა აღმწერლებს აუცილებლად ექნებოდათ ასეთი მოვლენა თავიანთ ქრონიკებში შეტანილი. თუმცაღა ისტორიულად ასეთი ფაქტი დადასტურებული არსად არაა.

ამ კითხვას პასუხი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გაეცა. იოჰან კეპლერმა, აკვირდებოდა რა თევზების ზოდიაქოში სატურნისა და იუპიტერის უჩვეულო გადაადგილებას, შენიშნა რომ ეს ორი პლანეტა ერთმანეთისაკენ მიისწრაფოდნენ და ბოლოს მათი ტრაექტორიები გადაიკვეთა. შეუიარაღებელი თვალისათვის ახლა ცაზე ამ ადგილას ერთი, ძალიან დიდი და მკაფიო ვარსკვლავი კაშკაშებდა. კეპლერმა გამოთვალა და აღმოაჩინა, რომ მსგავს ასტრონომიულ მოვლენას უახლოეს წარსულში შესაძლოა მხოლოდ ჩვ. წ.აღ- მდე 7 წელს ჰქონოდა ადგილი. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ალბათ სწორედ სატურნისა და იუპიტერის შეერთება იყო ცნობილი ბეთლემის ვარსკვლავი.

თუ ასეა, მაშინ ცხადი ხდებოდა, მოგვების უნებლიე შეცდომის მიზეზი, როდესაც მათ ახალშობილი მაცხოვარი იუდეის მეფედ ჩათვალეს - სატურნი ხომ ასტროლოგიურად ებრაელობის აღმნიშვნელი იყო, ხოლო იუპიტერი - სამეფო გვარეულობის წარმომადგენლისა...

საინტერესოა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ თუ ჩვ. წ. აღ- მდე 7 წლის 23 აგვისტოს დაბადებული ადამიანის რუკას ავაგებთ, დავინახავთ, რომ მასზე იმ დროისათვის ცნობილი ყველა პლანეტა საკუთარი მმართველობის ნიშანში იმყოფებოდა. მზე ლომის ზოდიაქოში მდგარა, მთვარე კირჩხიბში, მერკური - ქალწულში, ვენერა - სასწორში, მარსი - ღრიანკალში, ხოლო იუპიტერი მასთან შეერთებულ სატურნთან ერთად - თევზების ნიშანში ... პლანეტების ასეთი უჩვეულო განლაგება მიანიშნებს იმაზე, რომ ვინც არ უნდა მოვლენოდა იმ დღეს ქვეყნიერებას, ის იმდენად დიდი ძალით იქნებოდა აღჭურვილი, რომ ისტორიის ჩარხის დატრიალებასაც კი შეძლებდა...
რატომ მინუს 7 წელი?

ისტორიკოსები ამბობენ რომ იროდი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 წელს გარდაიცვალა.ჰოდა, ჩვენი წელთაღრიცხვით 1 წელს ის ვერ შეესწრებოდა მაშ, იესოს დაბადებას, ხომ ასეა? ანუ, თუ სახარებაში რაც წერია, იმას მივუყვებით, იესო ცოტა ადრე უნდა დაბადებულიყო, ვიდრე იუდეის მმართველი მოკვდებოდა, არა? და თანაც მხოლოდ 7 წელს იყო იუპიტერისა და სატურნის შეერთება, რომელიც ბეთლემის ვარსკვლავად შეიძლება მივიჩნიოთ...

თუ ამ მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ,და გავითვალისწინებთ იმასაც რომ პილატე პონტოელი 26-36 წლებში მართავდა იუდეას, გამოდის რომ ასეთ დღედ 29, 30 და 33 წლები შეიძლება ვიგულისხმოთ.

მაგრამ როგორც ცნობილია, იესოს ჯვარცმის დღეს მზის სრული დაბნელება დაემთხვა. არცერთ ზემოხსენებულ თარიღზე ეკლიპსი არ აღინიშნება. სამაგიეროდ ეკლიპსს ადგილი ჰქონდა 30წლის 21 მაისს, 31 წლის 10 მაისს, და 34 წლის 7აპრილს.

34 წელი უნდა უკუვაგდოთ, როგორც ხვდებით და რჩება 30 და 31. თუ ვიგულისხმებთ რომ იესო 7 წელს დაიბადა+30 =37 ს მივიღებთ.

მაგრამ იესო 25 დეკემბერს დაიბადა, და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, - იტყვიან სკეპტიკოსები. დიახ, გადმოცემით ასე ვიცით, მაგრამ განა ბიბლიაც და სახარებაც უამრავჯერ არ არის გადაწერილი? განა მის ტექსტებში სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჩასწორებები არ კეთდებოდა? ვიცით კია ჩვენ დანამდვილებით, თუ რა ეწერა იმ, პირველ ვარიანტში?

გარდა ამისა ბიბლიაშივეა ნათქვამი რომ იესოს დაბადება დაემთხვა საყოველთაო აღწერას, რომელიც ასევე ცნობილია რომ ჩვ. წელთაღრიცხვამდე 7 წელს ჩატარდა.

ნისანის თვის(გაზაფხულის პირველი თვე ებრაულ კალენდარში) 14, როგორც ამას სახარება გვამცნობს, იმ წელიწადს ხუთშაბათ დღეს დაემთხვა. გარდა ამისა პასექის დღესასწაული შაბათ დღეს უწევდა.

მოდით, ისევ ასტროლოგიას, თუ გნებავთ ასტრონომიას, დავუბრუნდეთ. როგორც ყველამ კარგად ვიცით, მზე მთელი წლის მანძილზე განუწყვეტლად მოძრაობს თავის ტრაექტორიაზე. თუმცა დედამიწიდან დამკვირვებლისათვის ეს გზა ყოველთვის როდია უწყვეტი. საქმე იმაში არის, რომ 22 დეკემბერს, მზე 6 თვის მანძილზე სამხრეთის მიმართულებით მოძრაობის შემდეგ, დედამიწიდან ხილულ ყველაზე დაბალ წერტილში აღმოჩნდება ხოლმე. ამ მომენტში მეტად უჩვეულო რამ ხდება - როგორც დედამიწიდან მოჩანს, მზე სამი დღით წყვეტს თავის მოძრაობას. ამ პაუზის მანძილზე ის გაჩერებულია სამხრეთ ჯვრის თანავარსკვლავედის ზონაში.

ხოლო შემდგომ, 25 დეკემბერს,მზე ერთი გრადუსით უფრო ჩრდილოეთით ამოდის და კვლავ თავის გზას აგრძელებს. თუ მეტაფორულ შედარებას ვიხმართ, მზე 3დღით კვდება ჯვარზე, შემდეგ მკვდრეთით აღსდგება და ხელახლა იბადება.

ხომ არაფერი გეცნობათ? იქნებ სწორედ ამიტომ არის რომ მაცხოვრის დაბადება 25 დეკემბერს გადაიტანეს, რომ სიმბოლურად ის კიდევ უფრო დაეახლოებინათ იმ მნათობთან, რომელიც სიცოცხლის, სითბოს და სინათლის განსახიერებას წარმოადგენს...

მათ უნდა უსათუოდ ჩაენაცვლებინათ წარმართული რელიგიური დღესასწაული ქრისტიანულით. და ვინაიდან ეს წარმართული დღესასწაული მზის ხელახლა დაბადებას უკავშირდებოდა, ხოლო მზის კულტი ქრისტიანობამ იესოთი ჩაანაცვლა, აიღეს და სწორედ 21 დეკემბერს გადმოიტანეს ეს დღე.

მაგრამ იესო უნდა ყოფილიყო არაჩვეულებრივი კოსმოგრამის პატრონი, ჰარმონიული იმდენად, რამდენადაც დედამიწაზე დაბადება იძლევა ამის საშუალებას. ეს კი მაშინ მოხდება როდესაც პლანეტები თავიანთი მმართველობის ნიშნებში დგანან. ჩვ. წ. აღ-მდე 7 წელს ასეთი პერიოდი იყო 21-23 აგვისტო. მზე - ლომში, მთვარე - კირჩხიბში, მერკური ქალწულში, ვენერა - სასწორში, მარსი - მორიელში, სატურნისა და იუპიტერის შეერთება კი თევზებში, აქ იუპიტერი მართავს. სატურნის შეერთება კი მას ბეთლემის ვარსკვლავად აქცევს.

და გარდა მაგისა, ის რომელსაც მოაქვს სითბო, სინათლე , სიყვარული, რომელ ნიშანში უნდა იყოს დაბადებული თუ არა ლომისა, რომელიც თავის მხრივ მე5 სახლს მართავს?- მე5 სახლი ასტროლოგიურად ხომ სიყვარულია და შემოქმედება? და რას მართავს ამ დროს სატურნი?- კარიერას? განა ეს იყო იესოს მისია - უმაღლესი კარიერული საფეხური დაეპყრო? მან ისედაც იცოდა თავისი ღვთიური წარმომავლობის შესახებ და არ სჭირდებოდა იერარქიები და ტიტულები. ისევე როგორც ლომმა იცის რომ ის მეფეა.

დაახლოებითი რუკას გიდებთ ფოტოს სახით. სადაც ვხედავთ მარსისა და ნეპტუნის შეერთებას. რაც იმას ნიშნავს რომ ვინც არ უნდა დაბადებულიყო ამ დღით ძალიან ძლიერი ენერგეტიკა და ადამიანების განკურნვის ნიჭი უნდა ჰქონოდა. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმის შესაძლებლობას რომ სწორედ ამ დღეს არის იესო მოვლენილი ქვეყნად.

გარდა ამისა, მარსის შეერთებას ნეპტუნთან შეუძლია ადამიანის რწმენა და ნებისყოფა იმდენად გააძლიეროს, რომ მაღალ დონეზე აიყვანოს და სულიერი გმირობა ჩაადენინოს.

კიდევ - მარსის ტრინი გამოდის ურანთან, რაც იმაზე მეტყველებს რომ ფეთქებადი ხასიათიც შეიძლება ჰქონოდა - გაიხსენეთ, როგორ გამოყარა ტაძრიდან მოვაჭრეები. და ასევე ეს ასპექტი მოქმედებს რომ მის პატრონს ძალუძს და სურვილი აქვს ყველაფერი მოძველებული ახლით შეცვალოს, ნივთებიც და იესოს შემთხვევაში იდეებიც - ანუ მან ხომ ახალი მსოფლმხედველობა დააარსა ფაქტობრივად ძველის ადგილას!

შეიძლება იკითხოთ - ამ დღეს და ამ საათზე ჰო შეიძლება სხვაც დაბადებულიყო ყველა იესო ქრისტე ხომ ვერ იქნებოდა.

მასე აინშტაინთან ერთად უამრავი სხვა ადამიანიც დაიბადა...მაგრამ ის ერთი გახდა ფარდობითობის თეორიის ავტორი!

და არ დაიწყოთ თხისრქებმა - იესო ჩვენიაო, არც ლომებს გაგიხარეთ ზედმეტად. იმიტომ, რომ საბოლოოდ უფალი ყველასია“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

🎥 „უპატივცემულობა სიკვდილით ისჯება!...“ - სოსო ნებიერიძის ექსკლუზიური მოგზაურობა ჩრდილოეთ კორეაში

⭕ როგორი ამინდი იქნება 19 აპრილს საქართველოში?