
ჯანსაღი ბოსტნეული ახალგაზრდა აგრონომისგან, გაიცანით, პოლინა ოდიშარია, გოგო რომელიც თბილისიდან ნატახტარში გადავიდა საცხოვრებლად და მეურნეობა გააშენა.
პოლინას საკუთარი პროდუქცია იაპონური ტექნოლოგიის დახმარებით, ეფექტური მიკროორგანიზმებით ქიმიური საშუალებების გარეშე მოჰყავს.
„მიწასთან მუშაობა 3 წლის ასაკიდან დავიწყე, მამა მაყვარებდა ამ საქმეს და საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ძალიან მსიამოვნებს.
ასე უცებ, ერთ დღეს მომინდა საკუთარი მეურნეობა მქონოდა. გადავწყვიტეთ, მეუღლემ და მე, მეგობრები, დედაც გვერდში მიდგას.
ძალიან კარგად გრძნობენ განწყობას მცენარეები, ესმით, მუსიკაც მოსწონთ, ყველანაირად გვიგებენ და ჩვენც უნდა გავუგოთ მათ“, - ამბობს პოლინა ოდიშარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასეთი არამსგავსი ტყუპები გინახავთ?“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი შვილების ფოტოს აქვეყნებს
⭕ლიზა ყენია ფოტოსესიიდან პიკანტურ კადრებს გვიზიარებს - „მოდელი უნდა გამხდარიყავი“
⭕ „ლიზა 17“ - ნოე სულაბერიძისა და ეკა სამხარაძის ქალიშვილი იუბილარია