მანონი მაქაცარია ხატმწერი, აფხაზეთის ომის ვეტერანი და თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების დაცვის წევრი გახლავთ. იგი ნამუშევრებს თექით ქმნის და სამეგრელოში ცნობილია, როგორც „ზუგდიდელი ფიროსმანი“.
„დავიბადე ფოტოგრაფების ოჯახში, ვარ ფოტოხელოვანი, რაც ხატწერასთან მიმართებით გამომადგა. ვარ თვითნასწავლი, პირველად დავიწყე ფიროსმანის ნამუშევრებით და ზუგდიდელ ფიროსმანს მეძახიან.
მინდოდა, მეც ფიროსმანივით „კონდუქტორის” ფორმა ჩამეცვა, ჩავიცვი და 7 წელი ვიმუშავე…
ვერც წარმოვიდგენდი სიტყვა ხატმწერი ჩემში იქნებოდა. უფალმა მომცა კარნახი, რომ დამეწერა წმინდა გიორგის ხატი. სამღვდელოებამ შეაფასა, როგორც ფასდაუდებელი“, - ამბობს მანონი მაქაცარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა უნდა ვიცოდეთ ქალური დაავადებების შესახებ? - ზაზა თელიას რჩევები
⭕„დასრულებული მაინც არაფერია...“- გოგა ჩანადირი საქართველო-ჩეხეთის თამაშზე