ქართველი ახალგაზრდა ლუკა კუჭუხიძე ახალბედა სტუდენტია, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ და საუკეთესო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
წარმატებული სტუდენტის სამომავლო მიზანი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებაა.
ლუკა კუჭუხიძეზე სიუჟეტი „დილა მშვიდობისა საქართველომ“ მოამზადა.
„ყოველთვის მინდოდა მესწავლა საზღვარგარეთ, უცხო გარემოში, რადგან ეს ისეთ უნარებს მომიტანდა, რაც სამომავლოდ გამომადგებოდა.
რამდენიმე პრესტიჟული უნივერსიტეტიდან მომივიდა წერილი, თუმცა ავარჩიე დარემის უნივერსიტეტი.
შრომა რომ გიფასდება სხვა გრძნობაა“, - ამბობს ლუკა კუჭუხიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: