აუტიზმი გონებრივი მოშლილობაა, რომელიც წარმოიშობა ადრეულ ასაკში და ხასიათდება საკუთარ თავში ჩაკეტვით, რომელსაც თან ახლავს რეალობისგან მოწყვეტა, სოციალური ინტერაქტიურობის შესაძლებლობის არქონა, განმეორებითი მოძრაობები და მეტყველების მოშლა. აუტიზმის სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენენ ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევენ მთელი ცხოვრების მანძილზე.
აუტიზმის სიმპტომებსა და მისი განკურნების საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.
„აუტისტური სპექტრი იწყება სამ წლამდე ასაკში, თუმცა მსგავსი დიაგნოზის დასმა სტატისტიკურად გვიანდება ხოლმე, რადგან აქ მშობლების ფაქტორია, ისინი უგულებელყოფენ და არ აქცევენ ყურადღებას.
აუტიზმი არის ნეიროგანვითარების დარღვევა, ბავშვის განვითარების მდგომარეობა, რაც გავლენას ახდენს ქცევაზე, სოციალიზაციაზე და ჩვევებზე.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ ხდება ბავშვების სოციალიზაცია, კომუნიკაცია და მოტორული უნარ-ჩვევების დაკვირვება“, - ამბობს ზაზა თელია.
აუტიზმის ნიშნებია:
- ყურადღების დეფიციტი
- მეტყველების დაგვიანება, განსხვავება
- უნდარების რეგრესია
აგრეთვე დაგაინტერესებთ: