თბილისში, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.
მისი ცხედარი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იგი არის ბოლო ადამიანი, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.
არის ვარაუდი, რომ შესაძლოა კესარია აბრამიძის რამდენიმე საათის წინ დადებული ფოტო გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი. ფოტოზე სავარაუდოდ მისი მეგობარი მამაკაცია.
როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რა ფოტო-ვიდეო გაავრცელა კესო აბრამიძემ მის მკვლელობამდე, რამდენიმე საათით ადრე?
⭕ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს
⭕„მოკეტე! არავინ გეკითხება“ - ტეილორ სვიფტმა ამჯერად ფარელ უილიამსი გააღიზიანა