Digest Logo

რა ფოტო გაავრცელა კესარია აბრამიძემ მის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე?

1726681217
კესარია აბრამიძე

დღეს, 18 სექტემბერს თბილისში, ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს.

მისი ცხედარი სამართალდამცველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გავრცელებული ცნობით, კესარია აბრამიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ კესარია აბრამიძემ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ე.წ. სთორი გამოაქვეყნა, სადაც იგი, სავარაუდოდ მეგობარ კაცთან ერთად არის აღბეჭდილი.

მომხდარის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს

⭕„მოკეტე! არავინ გეკითხება“ - ტეილორ სვიფტმა ამჯერად ფარელ უილიამსი გააღიზიანა

🎥 „ადამიანები, რომლებიც ჯადოს აკეთებენ...“ - რას ამბობს მამა შალვა კეკელია ჯადოზე და როგორ უნდა დავიცვათ თავი