UFC 322-ის მთავარ ბრძოლაში ისლამ მახაჩევმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებითა და სრული დომინაციით ჯეკ დელა მადალენას მოუგო. დაღესტნელი ჩემპიონი 5-ვე რაუნდის მანძილზე აკონტროლებდა ჩხუბის მიმდინარეობას, ისე რომ ავსტრალიელმა მეტოქემ მას წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
კავკასიელი მებრძოლი ხდება UFC-ის ორი დივიზიონის ჩემპიონი, მსუბუქის შემდეგ, ახლა უკვე ქვესაშუალოს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება 34 წლის ჩემპიონის შემდეგი მეტოქე, მაგრამ როგორც ცნობილია, ერთ-ერთ პოტენციურ მოწინააღმდეგედ ილია თოფურია განიხილება.
რაც შეეხება 322-ე ივენთის სხვა ბრძოლებს, ვალენტინა შევჩენკომ ასევე მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა ვეილი ჟანგი, მაიკლ მორალესმა, კარლოს პრატესმა და ბენუა სენ-დენიმ ნოკაუტით მოუგეს შონ ბრეიდის, ლეონ ედვარდსა და ბენელ დარიუშს.
ISLAM MAKHACHEV HAS DONE IT 😱 🏆
— ESPN (@espn) November 16, 2025
AN OUTSTANDING PERFORMANCE FROM MAKHACHEV TO BECOME THE NEW UFC WELTERWEIGHT CHAMPION 👏 #UFC322 pic.twitter.com/U1KNN4WI0r
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: