Digest Logo

„თუ ადამიანი არაა მზად ამ სტატუსში ყოფნისთვის, უბრალოდ უნდა შეიკავო თავი...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

1763273961
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს:

„რაც დრო გადის, დღევანდელ ეპოქაში, რომელიც სოციალური აქტივობებისა და ტექნოლოგიური ევოლუციის ხანადაა აღიარებული ძალიან რთულია მშობლის როლი.

თუ მშობლობისთვის მზად არ ხარ ბავშვი არ უნდა გააჩინო.

როცა ახალი სიცოცხლე იბადება უნდა გახსოვდეს, რომ შენც ახალ სტატუსში ხარ და მეტად საპასუხისმგებლოში, ამიტომ საწყის პერიოდებში სტრესიც კი ნორმალურია.

ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

საჭიროა პატარაობიდანვე ავტონომიურობის სწავლა და მიჩვევა, რამე თუ სამომავლოდ მუდამ არ იყოს დამოკიდებული ვინმეზე და რამეზე.

ნუ განიკითხავთ და ეტყვით ბავშვს „ცუდი ხარ”! უთხარით - „ეს მიუღებელი იყო”.

როცა რამის შეეშინდება არაა საჭირო უხეშად მიხლა - „რა დროს შიშია?!” არამედ, აუხსენით - „მესმის, ძნელია, თუმცა გადალახვადი”.

ბავშვი უფრო ხშირად სწავლობს იმაზე, რასაც ხედავს და არა რასაც ეუბნებით.

ხან და ხან, თქვენც შეიძლება უთხრათ შვილს „ბოდიში”, ამით მაგალითი იქნებით მისთვის რომ ისწავლოს პატიება, თავმდაბლობა და პასუხისმგებლობა.

არ არის აუცილებელი იდეალური მშობელი იყოთ, მთავარი ურთიერთგაგება და სოციალური მხარდაჭერაა, გამოსავლის პოვნა და მოსმენა.

როცა ბავშვი გესაუბრებათ უყურეთ თვალებში და უმალვე ნუ შეაწყვეტინებთ საუბარს.

ურთიერთობაში კონფლიქტი არ არის საშიში. საშიშია კონფლიქტის შემდგომი დისტანცია. აუცილებელია სიტყვები „რა შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ?”

მშობელი შვილისთვის მეგობარი, მასწავლებელი და მესაიდუმლე უნდა იყოს. ბუნებრივია, სიტუაციისამებრ ირჩევა როლები.

სიყვარული მხოლოდ სიტყვით არ გამოიხატება, ეს ნაბიჯი ბავშვმა ქმედებით უნდა იგრძნოს.

სხვა შემთხვევაში, ბავშვს სითბო აკლია, მიტოვებულად გრძნობს თავს, ურთიერთგაუგებრობა კი საბოლოოდ ამტვრევს ხიდს.

და მაინც: თუ ადამიანი არაა მზად ამ სტატუსში ყოფნისთვის, უბრალოდ უნდა შეიკავო თავი. ცუდად შვილის აღზრდას - არ გყავდეს ჯობია“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕„მთელი საქართველო დაგცინის, ეს სკანდალი შენ დაიწყე და აწი მე ვიცი რასაც ვიზამ...“ - ციცინო შურღაია ია ფარულავას მიმართავს

⭕„რა ქუჩაში დამტოვა, ბინების მეტი რა მაქვს?“ - ია ფარულავას ყოფილი ქმარი, ციცინო შურღაიას ბრალდებებს გამოეხმაურა