Digest Logo

„გამოღვიძების დრო და ეპოქა დგება! ამ კოსმიურ სამყაროს ქრისტეს გარეშე ვერავინ დააღწევს თავს... შესაბამისად, სწორი მსახურების დროა!“- გიორგი ლობჯანიძე მიმართვას ავრცელებს

1737100421
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პრინციპში, რაც დრო გავა აუცილებლად შედგება გადამწყვეტი ბრძოლა ნათელ ძალებსა და რეპტილოიდურ რასას შორის. რა თქმა უნდა, როგორც მთავრდება ხოლმე, სინათლე იბატონებს, თუმცა იქამდე ვინ არიან რეპტილოიდები და როგორ იმართებიან მოდით ამას შევხედოთ: დღემდე დედამიწა არაერთ დიდ რასას ითვლის, თუმცა ყველა ცივილიზაციის მთავარი პრობლემა საკუთარი ,,მე-ს’’ განდიდება იყო, რითაც საბოლოოდ მთავრდებოდა მათი განვითარება.

ცისფერი რასა - ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გზა გახლდათ დედამიწაზე. ითვლება, რომ არიან სემიტური ხალხის წინაპრები, ასირიის, ბაბილონის, შუმერეთის მცხოვრებლები. ცისფერი ხომ გაცნობიერების და რეალური ნათლის ფერია. ძველი შუმერების არსებობა დროსაც კი ვერ ითვლის.

მიიჩნევა, რომ პროტოქართველური ტომები სწორედ ამ რასას მიეკუთვნება. ადამიანებმა, როდესაც ბაბილონის გოდლის მშენებლობა დააპირეს, ამ პროცესში ბიბლიურ ებერს მონაწილეობა არ მიუღია, მის შტოს კი იბერი ეწოდა, ენა შეინარჩუნა და ეს ენა ქალდეველ-იბერებში შუმერულის საწყისი გახდა. ესოდენ, საკმაოდ დიდი კვეთაა ჩვენსა და პირვანდელ დასაბამისეულ ცივილიზაციას შორის მაგრამ, იმავე ცისფერი რასის და უმრავლესობის, ვინც ასეთ სისაძაგლეში იღებდა მონაწილეობას სასჯელი იყო საბოლოოდ გაშეშება, ანუ მოსპობა!

ცისფერმა რასამ დაუდო საფუძველი ამ სამყაროში ნუმეროლოგიის, მათემატიკის, ასტროლოგიის და კოსმოგონიის ცოდნებს. აღარაფერს ვამბობ შუმერებზე, რომლებმაც შექმნეს სამიწათმოქმედო კალენდარი, შექმნეს აგური, თავიანთ ქალაქებში კი დიდ შენობებს აგებდნენ, მოიშინაურეს ხარი, რითაც საფუძველი დაედო კავისა და გუთნის გამოგონებას, აშენდა დიდი ტაძრები, ზიგურათები და ფაქტობრივად, რასაც დღეს აქ ხედავთ, ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ კარგად დავიწყებული ძველია.

ცისფერი რასა ყვითელმა შეცვალა - ესენი იყვნენ გედისა და ლირას თანავარსკვლავედიდან მოსული ხალხი. მათ მოიტანეს კოსმიური კანონები, მაგრამ იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს რომ არცერთ მხარესთან, არც ღმერთთან ყოფნით და არც ეშმაკის მიღებით, ჯამში ასეთი შუა პოზიციით დამთავრდნენ კიდეც.

ლემურიელები და ატლანტები, რომლებიც ჩვენთვის ესოდენ ცნობილი პერსონაჟები არიან, ესენი იყვნენ შავი და წითელი რასის საზოგადოება. ლემურიის ფსკერი ინდოეთის ოკეანეა, ხოლო კასიოპეას თანავარსკვლავედიდან მოსული ატლანტები საოცარი მაგიური ნიჭით დაჯილდოებული ფენომენები. მათ, სამწუხაროდ, მაგია აქციეს კაცობრიობის საკითხებში ჩარევის პლაცდარმად, რითაც დაისაჯნენ და ატლანტიკის ოკეანემ შთანთქა კიდეც!

თქვენ, ალბათ, გახსოვთ ,,ღმერთების“ და გიგანტების დაპირისპირებები, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური საკითხების გამო. ასევე, ისტორიის შარაზე დავის საგნად წოდებული ,,ტროას ომი“, სადაც ე.წ. ღმერთების ინტერესთა დაპირისპირების გამო საშინელი და ყოვლად შემზარავი მრავალწლიანი ომი მივიღეთ.

თეთრ რასას განეკუთვნებიან ის ხალხი, რომელთა უმრავლესობაც მაგ დროშია დაბადებული, სადაც დაიწერა კეთილისა და ბოროტის გარჩევის მეთოდები. ამ რასას ნელ-ნელა ანაცვლებს საბოლოო იისფერი რასა, რაც დაიწყო კიდეც, თქვენ ხედავთ უამრავ ინდიგო ბავშვს, საოცარი ნიჭით და ტალანტით მოვლენილ ბავშვებს, ოღონდ ამ საზოგადოებას სჭირდება სწორი და მეთოდური აღზრდა, რათა ნიჭი უკვალოდ არ განიბნეს!

ახლა, რაც შეეხებათ რეპტილოიდებს: ერთ-ერთი, ვინც ეს თემა დღის წესრიგში მოიყვანა, იყო მაიკლ ბარკუნი. მათ უწოდებენ ,,საურიებს, დრაკონიანებს ან ხვლიკის ადამიანებს.“ მათ შესახებ, დევიდ აიკსაც აქვს იდეალური შრომები.

სხვათა შორის, სამხრეთ აზიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მითოლოგიაში - ნაგა არის ნახევრად ღვთაებრივი არსება, რომელიც ნახევრად ადამიანი და ნახევრად გველია. რეპტილიური არსებების ხილვის შესახებ 1980-იანი წლების ბოლოს, სამხრეთ კაროლინაში ასობით ხვლიკი კაცი იყო ნაპოვნი. ანთროპომორფული რეპტილიური რასები, ხშირად, ასოცირდებიან სხვადასხვა ქვერწარმავლებთან და სწორედ მათზეა დაშენებული ეს თეზისები. მათი ობიექტები არიან ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ვერ ასრულებენ ამ მატრიცულ გარემოში ამოცანას და იმყოფებიან საკუთარი სულისგან, ანუ რეალური სულიწმისიდგან იმდენად დაცილებულ ფაზაში, რომ ამ ხალხის მონადირება უკვე ძალიან მარტივია.

რეპტილოიდური არსებები - ესენი არიან, ფაქტობრივად, უსულო საზოგადოება, რომლებიც იმართებიან სიტუაციურად და ინსტინქტებით. მათზე დიდი ზეგავლენით ვიბრირებს პროპაგანდა, იღებენ ყველაფერ უფორმოს და გადაგვარებულს.

ისეთი თვისებები, როგორებიცაა: სიყვარული, ემპათია, თანაგრძნობა, ჭეშმარიტი ურთიერთობა, ნათლის და სიწმინდის დაცვა, ქრისტე ღმერთის მსახურება, ვინც შემოიტანა ეს ყოველივე ... ხაზს ვუსვამ, მათთვის უცხოა!

ქრისტიანულ ცნობებს რომ დავეყრდნოთ და გადავხედოთ დემონოლოგიასაც, ფაქტობრივად, ასეთი არსებები ,,აპოლიონის“, იმავე აბადონის, ანუ დემონთა მეფის მსახურებაში არიან.

დემონთა, ,,როულინგს’’ დავესესხები, ე.წ. ,,დემენტორების“ მეფის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია ,,ლილითი.’’ ლილითი, სხვათა შორის გამოსახულია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის შესასვლელ პორტალზეც, როგორც საინტერესო ნიმუში. ფოტოს კომენტარში დავდებ. მისი სახელი ყველაზე ადრე გვხვდება გილგამეშში, ასევე ჰულუპუ-ხეში, შუმერთა ლექსში, რომელიც 2000 წლით თარიღდება. ებრაულ დემონოლოგიაში ისაა ქალი ბოროტი სული. სწორედ ასეთი დემენტორები, უფრო ვრცლად რომ ვთქვა ,,გენიები’’ ზემოქმედებენ ჩვეულებრივ ადამიანებზე და ძალიან მარტივადაც მაშინ, როცა საღვთო მადლს მოაკლდება ადამიანი და იქცევა გამზადებულ ნუგბარ ლუკმად ბოროტისთვის!

ყველაზე საშიში ადამიანი, ეს არის ცნობიერებაწართმეული. იმავე დემონოლოგიაში, ჯეზებეთი ტყუილისა და სიცრუის დემონია, რომელიც ენერგეტიკულად მარტივად ურევს გონებას სოციუმს. ხოლო, თავად ,,დემონი’’ ეს ითარგმნება, როგორც სულით მკვდარი.

სწორედ, ასეთ სულით მკვდარ არსებებს განეკუთვნებიან გონდაკარგული რეპტილოიდურ რასას შეხიზნული ხალხი. ამიტომ, არჩევანს ადამიანი მიწაზევე აკეთებს. დედამიწა, არის ზესკნელსა და ქვესკნელს შორის მდგარი ხიდი, ანუ შუასკნელი, საიდანაც ან მაღლა უნდა ახვიდე და ეზიარო მარადიულ სიცოცხლეს ან ჩახვიდე დაბლა აპოლონთან და ბოლომდე გაქრე!

გამოღვიძების დრო და ეპოქა დგება!

ამ კოსმიურ სამყაროს ქრისტეს გარეშე ვერავინ დააღწევს თავს. შესაბამისად, სწორი მსახურების დროა! და ნუ შეშინდებით, სინათლის პერიოდი დაიწყება დიდი სალმობის შემდეგ მალე!“,- წერს ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ მოაქვს თუ არა ტელეფონის ნომერს თქვენთვის წარმატება და იღბალი ცხოვრებაში? - ასტროლოგის რჩევა