Digest Logo

🎥 „განათლება ორალურ სექსზე მნიშვნელოვანია, პაციენტს ჰგონია ორალური სექსით არ გადაედება SDI“- ხორხის კიბოს მთავარი გამომწვევი მიზეზი ორალური სექსი შეიძლება აღმოჩნდეს

1745404097
ზაზა თელია

ბოლო ორ ათწლეულში დასავლეთის ქვეყნებში მკვეთრად გაიზარდა ყელის კიბოს შემთხვევები, რასაც პაპილომის ვირუსი იწვევს. ზოგიერთი ექსპერტი ამას ეპიდემიას უწოდებს.

ადამიანის პაპილომის ვირუსი სქესობრივი გზით გადაეცემა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პაპილომის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მისი არასათანადო მასშტაბის გამო ვირუსთან ბრძოლის ეფექტიანობა არასათანადოა. შესაბამისად, მრავალ რეგიონში ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

ყელის კიბოს გარდა, პაპილომის ვირუსი საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითადი გამომწვევიც არის. ახლა კი ყელის კიბო აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში უფრო ხშირად ხდება, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბო.

ყელის კიბოსთვის რისკფაქტორს ორალური სექსი წარმოადგენს. ვისაც ცხოვრების განმავლობაში 6 ან მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს და ორალური სექსით არის დაკავებული, ყელის კიბოს ალბათობა 8,5-ჯერ მეტია, ვიდრე მათ, ვინც ორალური სექსით დაკავებული არ არის.

ზოგიერთ ქვეყანაში ორალური სექსი ძალზე გავრცელებულია. ასე, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გამოკითხულთა 80%-მა განაცხადა, რომ ცხოვრების რომელიმე მომენტში ორალური სექსით იყო დაკავებული. საბედნიეროდ ყელის კიბო ბევრ ადამიანს არ განუვითარდა.

ადამიანთა უმეტესობას პაპილომის ვირუსისგან განკურნება შეუძლია. ამასთანავე. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც შედარებით მცირეა და მას ამ ვირუსისგან განკურნება არ შეუძლია, შესაძლოა, იმუნური სისტემის პრობლემების გამო. შედეგად ვირუსს გარკვეული დროის განმავლობაში უჩნდება ადამიანის დნმ-ში ინტეგრირების შესაძლებლობა და ადამიანის უჯრედები შეიძლება კიბოს უჯრედებად გადაიქცეს.

აღნიშნული თემა დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ გადაცემაში „ჯანმრთელობის დღიურები“ განიხილა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:

„კოცნით შესაძლოა SDI გადავიდეს, აქ უპირატესად რისკის ქვეშაა ვირუსული ინფექციების გადადება, თუმცა ასევე შეიძლება ისეთი რთული დაავადებაც გადავიდეს როგორიცაა სიფილისი. ჰერპეს ვირუსი, პაპილომა ვირუსი, მონონუკლეოზი და ნებისმიერი ჰაერწვეთოვანი ინფექცია. 

ბიოსტატისტიკის შეფასება ძალიან საინტერესოა, ვადარებ ხოლმე თამბაქოს მოხმარებას. განვითარებულ ქვეყნებში როცა შემცირდა თამბაქოს მოხმარება და წამოვიდა ვეიპები, წამოვიდა პირ-ხახის კიბო.

განათლება ორალურ სექსზე მნიშვნელოვანია, პაციენტს ჰგონია ორალური სექსით არ გადაედება SDI, ორალური სექსის დროს კონდომის არ გამოყენება მნიშვნელოვანია.

კონდომი საუკეთესო გზაა თავის დასაცავად, მაგრამ არა 100%-იანი, შესაბამისად, არამარტო მასზე, არამედ სკრინინგსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ისეთ ადამიანმა, რომელსაც ბევრი პარტნიორი ჰყავს და ხშირად აქვს დაუცველი სექსი, ეტაპობრივად უნდა ჩაიტაროს სკრინინგი, უნდა იცოდეს, რომ თავისუფალია SDI-სგან და სხვასაც არ შეუქმნას პრობლემა, ეს სოციალური პასუხისმგებლობაა და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება“, - ამბობს ზაზა თელია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იურიდიულად უროლოგს არ აქვს უფლება უმკურნალოს ასეთ პაციენტს...“ - ზაზა თელია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე

🎥 „გეტყვით ისეთ რამეს, რაც აქამდე არ იცოდით!“ - რატომ არ უნდა გადააგდოთ აღდგომის შემდეგ ჯეჯილი

🎥 „12 საათი უწყვეტად მატარა მილანიდან-ბუდაპეშტისკენ...“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუამ უნგრეთში ფერარით ჩაიყვანა