მომღერალი ინდირა ჯგერნაია, რომელიც უკვე 5 წელია ქუთაისში საკუთარ სტუდიას ხელმძღვანელობს, სწავლების მეთოდებსა და პირად გამოწვევებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს.
როგორც ინდირა აღნიშნავს, რომ ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობისას სიმკაცრე და რეჟიმი აუცილებელია:
„ქუთაისი ჩემთვის, პირველ რიგში, სიწმინდესა და ოჯახთან ასოცირდება. ყოველთვის ვამბობ, რომ ქუთაისი მხოლოდ ის ქალაქი არ არის, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ეს ერთი დიდი ოჯახია; ურთიერთობები ქმნის ყველაფერს. რამდენადაც მიყვარს ნიჭიერი ბავშვები, იმდენად მკაცრი ვარ, ამდენ ბავშვს სიმკაცრის გარეშე ვერ „დაიჭერ“. გარდა სიმღერისა, მათ რეჟიმს ვასწავლი. ერთმანეთის სიმღერებს უფრო კარგად იმახსოვრებენ, დასჯა კი იმაში გამოიხატება, რომ ყველა ბავშვს დავაყენებ, ვამღერებ და ვისაც შეეშლება, გავაგდებ.
შვილთან ისეთი გრაფიკი მაქვს, რომ მასთან ძალიან ცოტა დროს ვატარებ. დილით მანქანაში ვხვდებით ერთმანეთს, შემდეგ კი მაშინ, როცა მასწავლებლიდან ან სკოლიდან მომყავს. პატარაობიდანვე თეატრში, მხატვრულ კითხვაზე დამყავს. მინდა, რომ ჩემმა შვილმა ისწავლოს; არ მინდა მომღერალი გამოვიდეს, თუმცა არაფერს ვაძალებ“, - ჰყვება ინდირა ჯგერნაია.
მომღერალმა გულწრფელად ისაუბრა იმ ბულინგზეც, რომელიც სოციალურ ქსელში წონის გამო დაატყდა:
„დამაბულინგეს, გასუქებულაო... მაგრამ დავიკელი“. ანალიზები, სწორი კვება და „დ“ ვიტამინი არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორ კვებას ვერ დავარქმევ, რადგან ზოგჯერ შიმშილი მიწევს. ზოგჯერ მიწევს ჭამა ჯანმრთელობის გამო“, - ამბობს ინდირა ჯგერნაია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წონის დაკლების საიდუმლოებები, რომლებზეც არავინ საუბრობს“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი