Digest Logo

გარდაიცვალა კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი

1707299403
ვაჟა აზარაშვილი

88 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპოზიტორი  ვაჟა აზარაშვილი.

სამწუხარო ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

„სამწუხარო ამბავია.
ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა ამ დილით.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა!“,- წერს თედო ისაკაძე.

ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა . 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

🎥 „სასწაულები ნამდვილად ხდება და კეთილშობილი ადამიანები ნამდვილად არსებობენ!“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანიკო ხაზარაძე

🎥 „ის არის ის, ვისაც ყოველდღე ბედნიერება მოაქვს“ - რა კადრებს აქვეყნებს ლელა მებურიშვილი

⭕„გრიგოლ ხანძთელის“ მხატვრული ღირებულება ჩემთვის არის ნულის ტოლი“ - მარიამ გულედანი