Digest Logo

გარდაიცვალა ქართველი ალპინისტი შოთა მირიანაშვილი

1788279088
 ქართველი ალპინისტი შოთა მირიანაშვილი

ქართველი ალპინისტი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი შოთა მირიანაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას გიორგი ნიკოლაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბი ავრცელებს.

შოთა მირიანაშვილი 1960-70-იან წლებში იყო საქართველოს მთამსვლელთა ნაკრების კაპიტანი და მწვრთნელი. განხორციელებული აქვს მრავალი ასვლა, მათ შორის პირველასვლები, როგორც კავკასიონზე, ასევე პამირის და ტიან-შანის მთიანეთში.

შოთა მირიანაშვილს მინიჭებული აქვს საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდებები. ხელმძღვანელობდა ასზე მეტ მასობრივ ალპინიადას და სპორტულ-საკვალიფიკაციო შეკრებას.

შოთა მირიანაშვილი გიორგი ნიკოლაძის სახელობის კლუბის ხელმძღვანელი იყო მრავალი წლის განმავლობაში.

გიორგი ნიკოლაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპინისტური კლუბის ინფორმაციით, პანაშვიდი გაიმართება 1 და 2 სექტემბერს ვაკის სამების ეკლესიაში. შოთა მირიანაშვილს 3 სექტემბერს დაკრძალავენ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მზად ხართ ახალი სასწავლო წლისთვის? - სახალისო ტესტი მშობლებისთვის

⭕როგორ უნდა დაიკლოთ მარტივად წონაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

⭕ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს