გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, ვედრების მამათა მონასტრის წევრი, ბერი გერმანე ნანეიშვილი.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალი „კარიბჭე“ ავრცელებს:
„გარდაიცვალა რუის-ურბნისის ეპარქიის, ვედრების მამათა მონასტრის წევრი – ბერი გერმანე ნანეიშვილი.
დაკრძალვა ხუთშაბათს, 14 მაისს, 14:00 საათზე, ამავე მონასტერში.
გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული ბერი გერმანე.
შეიწყალოს უფალმა და დაამკვიდროს სასუფეველში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ფენშუის 5 წესი, რაც სახლში წარმატებას, ფულსა და ჰარმონიას იზიდავს ✨
🎥 „...შეგვიძლია გამოვასწოროთ და ვიყოთ უფრო მეტი სინათლის მატარებლები“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი