Digest Logo

გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი

1753797215
გოგი ფრანგიშვილი

გარდაიცვალა სპორტული ჟურნალისტი გოგი ფრანგიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სპორტულ რედაქციებში.

გოგი ფრანგიშვილი იყო პროგრამა „მოამბის“ სპორტული მიმომხილველი, პოპულარული სატელევიზიო გადაცემების „ასპარეზი“ და „ოვერტაიმი“ ავტორი და წამყვანი, რადიოჟურნალ „ფიზკულტურა და სპორტის“ რედაქტორი.

გოგი ფრანგიშვილი გახლდათ ქართული სპორტის ისტორიისადმი მიძღვნილი მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის „ათენიდან-ათენამდე“ ერთ-ერთი ავტორი.

გოგი ფრანგიშვილს ქართულ პრესაში გამოქვეყნებული აქვს სპორტის ისტორიისა და საქართველოს დიდი ჩემპიონებისადმი მიძღვნილი მრავალი წერილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ახალი ნაბიჯი შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში - მთავარი უპირატესობა არის გრძელვადიანი მოქმედება...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

🎥 ზოდიაქოს 2 ნიშანი, რომელიც 2025 წლის მეორე ნახევარში გამდიდრდება