გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს - 24 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 27-32, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-35 გრადუსი იქნება.
დედაქალაქში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. თბილისში ჰაერი 35 გრადუსამდე გათბება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო დღეებში ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის მოსალოდნელი. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კვლავ შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ამინდი შედარებით შეიცვლება 27 აგვისტოდან, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით საქართველოს მასშტაბით დაიკლებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: