Digest Logo

„გასახდელში ერთი გუნდი ვართ, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ“ - ხვიჩა კვარაცხელია

1774423491
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი „ჯვაროსნების“ ახალი კაპიტანი გახდა, ვიცე-კაპიტანები კი ოთარ კიტეიშვილი და ოთარ კაკაბაძე იქნებიან.

„ძალიან დიდი დაფასებაა ეს ყველაფერი და დიდი მადლობა ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი კაპიტანი. ვგრძნობ ამ დაფასებას, მიხარია. რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობას მანიჭებს, რომ თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი ვიყო.

გუნდში გვყავს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, ლიდერები, კაპიტნის სამკლავური არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ფეხბურთელს არ ჰქონდეს ლიდერული თვისებები და არ გამოავლინოს ის გასახდელში. გასახდელში ერთი გუნდი ვართ, ჩემთვის თითოეული ფეხბურთელი კაპიტანია და მთავარია, ერთად ვიბრძოლოთ.

კიტეიშვილი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ გვერდში ასეთი ადამიანი მყავს. იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება. კაპიტნობა დიდი ტვირთია, მაგრამ ჩემი აზრით, ავიღებთ ჩვენს თავზე, შევასრულებთ იმას, რაც გვევალება“, - განაცხადა კვარაცხელიამ. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მნიშვნელოვანია, მადლიერება იყოს უფრო მეტი, ვიდრე გოდება და გლოვა“ - რას მოიტანს პატრიარქის გარდაცვალება, მარიამ შუკაკიძე

⭕მერკურის რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა გააკეთოთ - „აიღეთ ჭიქა წყალი, ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი მონეტა და დადგით მთვარის შუქზე“

⭕ცნობილია, რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლები და ბაღები