„მძიმე კვირა იყო ჩვენი ერისთვის, პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთელ რიგ ტრანსფორმაციულ პერიოდს მოიცავს. რაც ადრე იყო დაფარული ყველაფერი გამოაშკარავდება“, - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე საუბრობს.
მისი თქმით, მადლიერების ენერგია უფრო მეტი უნდა იყოს, რადგან ეს პატრიარქის სულს დაეხმარება.
„გასაგებია, რომ ვგლოვობთ თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მადლიერება, უნდა ვიყოთ მადლიერი, რომ გვყავდა ასეთი პატრიარქი.
მადლიერების ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მისი სული განთავისუფლდეს მატერიალური სამყაროს მარწუხებიდან და უფრო მარტივად ცხონდეს და შეუერთდეს ზეციურ სასუფეველს. მნიშვნელოვანია მადლიერება იყოს უფრო მეტი, ვიდრე გოდება და გლოვა, რადგან ეს დაბალ ვიბრაციული ენერგიები და არ წაადგება პატრიარქის სულს. მადლიერება და სიხარული უნდა გვქონდეს, რომ გყავდა ასეთი პატრიარქი, ეს დაეხმარება მის სულ რომ ავიდეს სამოთხეში და იქიდან დაეხმაროს საქართველოს.
შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ნიშანი, რომ ჩვენ ახალ ეპოქაში შევდივართ. ეს არის 1-იანის წელი და რასაც ის მალავდა თავის სიცოცხლეში და არ უნდოდა ადამიანებს სცოდნოდა, რა ხდებოდა საპატრიარქოში და რასაც ის აბალანსებდა თავისის ღვთაებრივი დიპლომატიით, ახლა ეს ყველაფერი გამოაშკარავდება. ის აგრძელებს არსებობას სხვა განზომილებიდან და აუცილებლად დაეხმარება ჩვენ ქვეყანას“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილია, რომელ დღეებში დაისვენებენ სააღდგომოდ სკოლები და ბაღები