„ჩვენ ვამბობთ „სახლში მივდივარ“ და ვგულისხმობთ კედლებს, კარებს, ჭერს... არადა, სინამდვილეში, სახლი ბეტონი და აგური კი არ არის. სახლი — ეს ის ადამიანია, ვისთანაც შეგიძლია იყო სუსტი, ვისთანაც არ გჭირდება ნიღაბი და ვისთანაც შენი სული ფეხზე იხდის ფეხსაცმელს და ისვენებს.
რამდენი უსახლკაროა, იცით? არა ისინი, ვისაც ბინა არ აქვს, არამედ ისინი, ვისაც ოთხივე კედელი აქვს, მაგრამ გული - მაინც ქუჩაში დარჩენილი.
გაუფრთხილდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი „სახლები“ არიან. მათ გარეშე ჩვენ უბრალოდ უმისამართო მგზავრები ვართ ამ დიდ, ცივ სამყაროში. დღეს უთხარით მათ: „მადლობა, რომ ჩემი სიმშვიდე ხარ“.