პატარაობაში ყველა ჩვენგანს გვყოლია მისაბაძი პიროვნება. აი, ისეთი დიდი რომ გავიზრდები „ის“ უნდა გამოვიდეო, რომ გვითქვამს. ასეთი ადამიანები „სარკეები“ არიან. ეს სარკე კი ადამიანის შინაგან და გარეგან სამყაროებს ირეკლავს. ხშირად მისაბაძი ადამიანები ცნობადი სახეები არიან - მსახიობები, ფილოსოფოსები, ფილოლოგები, მეცნიერები ანდა ფსიქოლოგები.
ეს ის ადამიანები არიან, რომელთა ხალხთან საუბარი მნიშვნელოვანია, რათა სწორად ჩამოაყალიბონ საზოგადო აზრი.
რატომ ვწერ ამდენს?
იმიტომ, რომ მინდა ამ ლურჯ დედამიწაზე ერთი ისეთი ადამიანის, მსახიობის, ქალის შესახებ გიამბოთ, რომელიც „სარკეა“, რომელიც იმ ერთთაგანია, ვის საუბარსაც ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ეს ის ქალბატონია, რომელიც ჩვენში არსებულ პატარას სურს გამოვიდეს, დიდი რომ გაიზრდება...
ვინც, მას ერთხელ მაინც მოუსმენს გულგრილი ვერ დარჩება. ხმის ტემბრი, ციმციმა ფერადი თვალები, დახვეწილი მანერები, ჩაცმის სტილი ყველაფერი მის ესთეტიურობაზე მეტყველებს... ეს ადამიანი მსახიობი, მხატვრული კითხვის ოსტატი - ელდინო საღარაძეა.
მის ცხოვრებისეულ გზაზე გადაცემა „უიქენდი • Weekend-დან“ ვიგებთ. როგორც თავად ამბობს, ყველაფერი მაშინ დამთავრდა, როდესაც მაყურებელმა თეატრში ტელეფონში ყურება დაიწყო.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/shuadgeweekend/videos/591959829013393
აგრეთვე დაგაინტერესებთ: