Digest Logo

🎥 „მსგავსი არავისთვის არ მითქვამს, მით უმეტეს, რომ მეტროშიც ვყოფილვარ და იქაც გადამიღია სელფი ჩემს ფანებთან“ - რას ამბობს გურამ არუთინაშვილი

1709624783
გურამ არუთინაშვილი

„ლიდერ ტვ-ის“ ყველაზე ეპატაჟური წამყვანი გურამ არუთინაშვილი გადაცემის „შუადღე ქუთაისში“ სტუმარი იყო, სადაც მან პოპულარობაზე ისაუბრა და ქართველ სელებრითებს „სწერვობისგან“ თავის შეკავება ურჩია.

როგორც თავად ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი სახეა, თავს ჩვეულებრივ ადამიანად თვლის.

„თავში ავარდნილი არ ვარ, სხვა „სწერვა“ ვარსკვლავებსაც მოვუწოდებ, რომ ცოტა დაეშვნენ დაბლა. ასეთი ძალიან ბევრია კაცებიც და ქალებიც. „ვაიმე, მე შენთან ფოტოს ვერ გადავიღებ“ ამბობენ, მე მსგავსი არასდროს არავისთვის არ მითქვამს, მით უმეტეს, რომ მეტროშიც ვყოფილვარ და იქაც გადამიღია სელფი ჩემს ფანებთან. 

მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მერე რა, რომ ცნობილი სახე ვარ. 0-იდან დავიწყეთ ყველამ ყველაფერი და მაღლა ასვლაში სწორედ ჩვენი მაყურებელი, მსმენელი და ის საზოგადოება გვეხმარება, რომლის ნაწილიც ვარ“, - ამბობს გურამ არუთინაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „იმრავლოს ასეთმა სასახელო ოჯახებმა საქართველოში“ - კადრები, რომელიც სოცქსელში ნახვების რეკორდს ხსნის

🎥 „დიდხანს გელოდი“ - თიკა ფაცაციასა და არჩილ სოლოღაშვილის დუეტი

🎥 „ამეტირა, მართლაც საოცარი წყვილი ხართ“ - სოფია კვინიკაძე საქორწილო ფოტოსესიის კადრებს აქვეყნებს