Digest Logo

„გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

1685128074
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. მივესალმები ქართველ ხალხს და ყველა დანარჩენ ევროპულ სახელმწიფოს თავისუფალ, მშვიდობიან და ერთიან ევროპულ ოჯახში. ამას ვუსურვებ მთელ საქართველოს და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებს, რომლებიც აქამდე იმყოფებიან რუსული ოკუპაციის ქვეშ. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პატივცემული ისტორიული ძალაა და ამ ძალის დამარცხება შეუძლებელია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტები დამარცხდებიან. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.