
შესაძლოა, ანტონიო კონტე „ნაპოლის“ დაემშვიდობოს, რადგან ნეაპოლელების პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის შემდეგ დაეძაბია – ინფორმაციას პოპულარული გამოცემა gazzetta ავრცელებს.
„ნაპოლი“, კონტე და მტკივნეული სკუდეტო: ყველაფერი კვარათი დაიწყო…
„აძურის“ მწვრთნელი არასდროს მალავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ვერ შეძლო იანვარში გუნდიდან წასული ქართველის შეცვლა. და ეს კლუბთან უთანხმოების ერთადერთი მიზეზი არ იყო.
„ძალიან დავიღალე, რადგან ნეაპოლში ყოველთვის მაღალი მოთხოვნაა, ზოგჯერ – რეალურ შესაძლებლობებზე ბევრად მაღალი, ამ რვა თვეში მივხვდი, რომ აქ ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია“, – ეს ფრაზა კონტეს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან არის.
მისი სიტყვებიდან ნათლად ჩანს პირდაპირი შეტყობინებები, რომლებიც წასვლას არ გამორიცხავს.
ყველაფერი კვარას გაყიდვით დაიწყო, რადგან ზამთარი ძალიან ცუდად დასრულდა. დე ლაურენტისს შეეძლო კვარაცხელია დაეტოვებინა, სურვილი რომ ჰქონოდა. კონტეს სატკივარი კი ისაა, კვარას პსჟ-ში გაყიდვის შემდეგ მისი შემცვლელი არ მოიყვანეს. ასევე მოხდა ტრავმირებული ალესანდრო ბონჯორნოს შემთხვევაშიც“, – წერს იტალიური გამოცემა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნამდვილი ქართველის ნამღერი...“ - ირაკლი კავსაძის და ია შუღლიაშვილის შესრულება პროექტში „მიმღერე“
🎥 „დარკვეთელო ქალო...“ - ლიზა ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის შთამბეჭდავი შესრულება
წყარო: 1tv.ge