Digest Logo

🎥 „სამყარო ახალ გზებს გიჩვენებთ, როგორ გადაჭრათ ცხოვრებისეული პრობლემები“ - 22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ანზორ ოდიშარიასგან

1747893468
ანზორ_ოდიშარია

„დღეს, სამყარო ახალ გზებს გიჩვენებთ, როგორ გადაჭრათ თქვენი ცხოვრებისეული პრობლემები და გამოწვევები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება, 22 მაისის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასე გამოიყურება 👇

ვერძი - ეს ენერგია საჭიროა იმისთვის, რომ აღიქვათ სწორი პერსპექტივები. დღეს არის გადაწყვეტილების მიღების დღე, არ აჰყვეთ განცდებს და ემოციებს.

ლომი - ვერძების მსგავსად, დღეს არც თქვენ აჰყვეთ განცდებს და ემოციებს. კარგი იქნება დაკავდეთ ვარჯიშით და ფიზიკური აქტივობით. 

მშვილდოსანი - ჩართულები არიან პერსპექტიულ ენერგიებში, შეგიძლიათ მიიღოთ ახალი შეთავაზებები, ფლირტი  მოკლედ სასიამოვნო ენერგიები არის, მთავარია იმოქმედოთ. 

კურო - კარგი დროა გაყიდვისთვის, იქნება ეს ავტომობილი თუ უძრავი ქონება. გაქვთ ახლა საშუალება დიდი ხნის მანძილზე გაჩერებული პროექტები თავიდან გამოაცოცხლოთ. 

ქალწული - დღეს დაფიქრება გჭირდებათ, დიდია რისკი პროვოკაციის, ეცადეთ თქვენი სიტყვები სწორად თქვათ. 

თხის რქა - ცხოვრებისული რიტმი დაბრუნდა თქვენთან, ამიტომ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია.

კირჩხიბი - გჭირდებათ შინაგანი რესურსები დაალაგოთ და მოიყვანოთ წესრიგში. კარგი იქნება ლოცვა და მედიტაცია. 

მორიელი - სწორი დროა მიიღოთ ის დახმარება, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ, ამაში კი ადამიანები და მოვლენები დაგეხმარებიან. 

თევზები - თქვენთანაც ადამიანები და მოვლენები გეხმარებიან, ახალი ძალებით და ცოდნით მიიღოთ საჭირო კომუნიკაცია და შეთავაზება. 

ტყუპები - გაქვთ ძალა, რომელიც გაძლევთ საშუალებას მოიზიდოთ საჭირო ენერგეტიკული რესურსები. 

სასწორი - რომანტიული განცდები და გრძნობები მოდის მაღლა, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაცია საჭიროა გააზიარეთ ემოციები.

მერწყულები - ეცადეთ, ეს დღე აქტიურობაში გაატაროთ რათა მიიღოთ საციცოცხლო ენერგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როდემდე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი საქართველოში - განახლებული პროგნოზი

⭕პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო