„მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ და სტაბილურ განვითარებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სიის მე-10 ნომერმა გენო პეტრიაშვილმა გორში, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მან ამომრჩევლებს მოუწოდა, ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალი მოიხადონ.
„მხარი დავუჭირე ჩემი ქვეყნის ნათელ მომავალს, მშვიდობას, ღირსეულ და სტაბილურ განვითარებას. მინდა ამომრჩეველსაც და საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ მოვიდნენ და მოიხადონ საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე და გააკეთონ სწორი არჩევანი მშვიდობის და ღირსეული განვითარების წინაშე.
აუცილებლად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ქართველი ხალხი ღირსებით და ადამიანობით“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს.
საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ. არჩევნები ელექტრონული წესით წელს საქართველოში პირველად ტარდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა ტალახაძე: ხმა მივეცი საქართველოში მშვიდობას, ერთობას და ჩვენი შვილების კეთილ მომავალს