Digest Logo

გეტყვით, რატომ გასწირა ჯანდაცვამ ექიმები, ექთნები, სანიტრები და პაციენტები - ბექა ერაძე

1606895478
ბექა ერაძე ტრავმატოლოგი

ტრამვატოლოგ-ორთოპედი, ბექა ერაძე, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჯანდაცვის სისტემებზე საუბრობს და აღნიშნავს, ეპიდსიტუაცია ვერ კონტროლდება.

მისივე ინფორმაციით, სამინისტრომ გაწირა ექთნები, სანიტრები, ექიმები და პაციენტები, რადგან მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას.

„დღევანდელი რეალობა ასეთია – მილიარდები, რომლებიც გამოყოფილი იყო ეპიდდახმარებისთვის, ამ თანხიდან არავითარი კოვიდცენტრი არ აშენებულა და არსებულ კლინიკებს ვტვირთავთ ეპიდსიტუაციისთვის.

ჩემი კოლეგების 80% დამეთანხმება, კლინიკებში არსებული სიტუაცია, მივა იქამდე, რომ სხვა დაავადებების მქონე ადამიანები საერთოდ ვერ იმკურნალებენ.

მოუმზადებელს ვერ დავარქმევ ამ სიტუაციას, ჯანდაცვამ გაწირა ექიმები, ექთნები, სანიტრები და პაციენტები!

გეუბნებით რომ გასწირა, რადგან კლინიკაში ინფიცირდება ექიმი, პაციენტი, რომელიც სხვა დაავადების გამო წევს კლინიკაში და ხდება ინფიცირებული. განვიცდით კადრების ნაკლებობას.

მე მაგალითად, ტრავმატოლოგი ვარ და ჩემს კლინიკაში ჩემი კოლეგების 80% ინფიცირებულია, რამდენიმე ადამიანი ვართ დარჩენილნი.

რესურსი აღარაა. არც გადამზადება მომხდარა, ექთნის, ექიმის ან რეზიდენტის.

ისეთ ექიმებს ვთხოვთ დახმარებას, რომელთა კომპეტენციაც ამ სფეროს ცდება და ეს არის პაციენტისთვის დამღუპველი“,- ამბობს ერაძე.