Digest Logo

„გეტყვით, რატომ დამარცხდა ილია“- კონორ მაკგრეგორი

1781702640
 კონორ მაკგრეგორი

UFC-ის ორი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, კონორ მაკგრეგორმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ილია თოფურიას მარცხის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, თავად ირლანდიელი ვეტერანი ოქტაგონში დაბრუნდება 12 ივლისს, მაქს ჰოლოუეისთან 77 კილოგრამ დივიზიონში ჩხუბით.

„ილია კარგი ბიჭია, თუმცა ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან, ეს დაემართებოდა. ვნახე მისი ვარჯიშები და იცი რა აკლდა? 1000 დოლარი უნდა დაედო და თავისი სპარინგ-პარტნიორებისთვის ეთქვა: თუ დამაგდებთ, ეს ფული თქვენია. ისინი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებდნენ. დიახ, შეცდომები დაუშვა.

დაბრუნდება, თუმცა ჯერ სახე უნდა მოიშუშოს, რადგან მძიმე დაზიანებები მიიღო. თოფურია ახლა ძალიან ბნელ წერტილშია და საკუთარ თავში ღრმად უნდა ჩაეძიოს, იმისთვის, რომ ძალები იპოვოს. ვფიქრობ, შეძლებს დაბრუნებას და მე ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, - განაცხადა „ნოტორიუსმა".

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არ შეიძლება 7 წლამდე ბავშვებისა და ორსულების წაყვანა გასვენებაზე?

⭕„თუ ბოლო დღეებში ემოციური დაძაბულობა გქონდათ, დღეს თქვენ პოულობთ გზას“ - 17 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი

🎥 თიკა ფაცაცია გადასაღები მოედნიდან კადრებს გვიზიარებს - „ანათებ და ასხივებ პოზიტივს“