მომღერალმა ნინი ქარსელაძემ სულ პატარა ასაკში მოიპოვა პოპულარობა. მის სიმღერას „ჩემი ქალაქი“ დღემდე არაერთი მსმენელი ჰყავს. მან სიმღერა ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად ჩაწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მომღერალი თითქმის აღარ ჩნდება ტელევიზიაში, მან „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ნოესთან“ ცხოვრების მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა:
„უცებ ისეთ კომენტარს დაგიწერენ, იმაზე არც იფიქრებენ, რომ იმ ღამეს შენ შეიძლება გული გაგისკდეს.
ღამეები გამითენებია, მიტირია ძალიან ბევრი...
გვერდიდან ძალიან უდარდელად ჩანს ჩემი ცხოვრება, მაგრამ საკმაოდ ბევრი განსაცდელი გავიარე...“, - ამბობს ნინი ქარსელაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 უნიკალური ოპერაცია საქართველოში - ექიმებმა ადამიანის თვალბუდიდან ცოცხალი პარაზიტი ამოიყვანეს
⭕რა უნდა ვიცოდეთ ჩიას შესახებ და რატომ იმსახურებს ის ადგილს ჩვენს რაციონში