მუსიკოსი და მსახიობი ნანა შელია გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ცხოვრებაზე სიყვარულზე და ჩაცმის სტილზე ისაუბრა.
ნანა შელია ამბობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და თავი შინაგანად 17 წლის ჰგონია.
„მე ამისთვის დავიბადე, რომ ვიყო მუდამ ლამაზი და ხალისიანი. იმდენად მიყვარს სიცოცხლე, ფერებში ვხედავ ყველაფერს. დავიბადე ასეთი, რომ ვიყო სულ ფორმაში. სახლიდან არ გავდივარ ისე, რომ ჩემი თავი არ მომეწონოს და არ მოვწესრიგდე. ეს არის პირველი წესი. მე მსიამოვნებს, როდესაც კარგად გამოვიყურები სხვაც კომპლიმენტს მეუბნება. ღამე რომ ვწვები, მეორე დღეს ვფიქრობ რა ჩავიცვა. სახლშიც, რომ მობრძანდეთ მიხვდებით რომ მეორე დღეს სადღაც მივდივარ.
როდესაც ვარ ასეთი გალამაზებული და მოწესრიგებული, თავისთავად მამაკაცების ყურადღების ცენტრში ვარ. მე მუდმივად შეყვარებული ვარ. ახლაც ვარ შეყვარებული, ყველას აინტერესებს მაგრამ ამ საიდუმლოს არ გავთქვამ“, - აღნიშნა ნანა შელიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გავრცელებული ცნობით, თელავში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს