ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, 6 დეკემბერს, ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა 4 სახლი მოიყოლა, სადაც 9 ადამიანი დაიღუპა
დაღუპულთა შორის იყვნენ გია რობაქიძე და მისი სამი შვილი.
ბავშვების დედა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.
ის სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და შვილების ვიდეოს აქვეყნებს.
„რატომ ღმერთო, რატომ. რატომ მომასწარი ამ დღეს...
არ შემიძლია, მეწვის ყველაფერი“,- წერს მადონა რობაქიძე.
აღნიშნულ პოსტს საზოგადოება გამოეხმაურა, კომენტარებში ახლობლები და უცნობი ადამიანები, დაღუპული ბავშვების დედას უსამძიმრებენ.
„მადო, შენი ცოდვით ვტირი, ეს რატომ დაგემართა ჩემო თბილო გოგო, გამაგრდი“
„ სიტყვებს ვერ ვპოულობ რამის სათქმელად! არ ვიცი რა გითხრა საყვარელო, როგორ გეფერებიან შვილები. ყელში ბურთი გამეჩხირა...“
„უფალმა გამძლეობა მოგცეს, ანგელოზები.“
„დედას მონატრებულო ანგელოზებო, რა ქნას ახლა უთქვენოდ თქვენმა გამწარებულმა დედამ“,- წერენ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ რეჟისორი ალექსანდრე ვახტანგოვი გარდაიცვალა