საერთაშორისო სკანდალში გახვეული ექიმები. მსოფლიო პრესის ფურცლებზე უკვე ასობით ფაილი მოხვდა.
ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციიდან შეტყობინებებმა გაჟონა, რომლებშიც მედიკოსები თავიანთ საქმიანობაზე მსჯელობენ და შემაშფოთებელ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„გარდიანი“ წერს, რომ ორგანიზაციაში მიდის მსჯელობა იმ ადამიანების მომსახურებაზე, რომლებსაც პიროვნების იდენტობის აშლილობა აქვთ.
ქირურგები ამბობენ, რომ შედეგად ვიღებთ ადამიანის სხეულს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ექიმები ასევე 16 წლის პაციენტებში ჰორმონების მიღების შედეგად ღვიძლის კიბოს განვითარების მაღალ რისკსა და სუიციდის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ.
რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში ნახეთ „იმედის კვირის“ სიუჟეტი 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: