Digest Logo

,,ღვთის სასწაულის საკუთარ თავზე განმცდელი გახდა..." - რა წერილს აქვეყნებს პატრიარქი კახი კავსაძეზე?

1619856066
შეხვედრა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მეორე მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების გამო სამ­ძი­მა­რის წე­რილს ავ­რცე­ლებს. აღნიშნული წერილი საპატრიარქოს გვერდზე ვრცელდება.

"წა­ვი­და ჩვენ­გან ბა­ტო­ნი კახი კავ­სა­ძე - თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის მშვე­ნე­ბა, კავ­სა­ძე­თა ცნო­ბი­ლი გვა­რის ერთ-ერთი უც­ნო­ბი­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ერ­თგუ­ლე­ბის მა­გა­ლი­თი, ადა­მი­ა­ნურ მრა­ვალ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა მომ­ცვე­ლი სა­ო­ცა­რი პი­როვ­ნე­ბა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ იგი მძი­მე სე­ნით და­ა­ვად­და, რაც მორ­წმუ­ნედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად ექცა, რად­გან ღვთის სას­წა­უ­ლის სა­კუ­თარ თავ­ზე განმცდე­ლი გახ­და და მისი მად­ლით გან­კურ­ნე­ბუ­ლი, უფ­ლის რწმე­ნის მქა­და­გებ­ლად იქცა.

ღმერ­თმა და­ლო­ცოს და ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს ბა­ტო­ნი კა­ხის უკ­ვდა­ვი სული და სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს, ხოლო მის ახ­ლობ­ლებ­სა და ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­ა­ნი­ჭოს მშვი­დო­ბა და სუ­ლი­ე­რი შე­წევ­ნა”, - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში.

ცნობისთვის, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა. მას დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის- ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.