Digest Logo

გია აბაშიძე გიორგი გახარიაზე: გიგა ოთხოზორია რაც მოკლეს ოკუპანტებმა, ვინმემ დაუშალა დაესაჯა მკვლელები?! რამე გააკეთა? პირადად შეეძლო ამის გაკეთება, თუ ასეთი ადვილია, მაგრამ არა... გაიქცა და ახლა ტალახს ისვრის

1684503274
ანალიტიკოსი გია აბაშიძე Digest.ge

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას ფეისბუკ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ იმის ნაცვლად, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელები დაესაჯა, გაიქცა და ახლა ტალახს ისვრის.

როგორც ანალიტიკოსი წერს, გიორგი გახარიას საერთოდ აღარ აქვს ნამუსი და წარმატებით დაივიწყა ახლო წარსული.

„მოღალატე გიორგი გახარიას საერთოდ აღარ აქვს არც ნამუსი, არც სინდისი და, რაც მთავარია, წარმატებით დაივიწყა ახლო წარსული. გიგა ოთხოზორია რაც მოკლეს ოკუპანტებმა, ეს „კოკაინშიკი“ ჯერ შს მინისტრი იყო, შემდეგ პრემიერი... ვინმემ დაუშალა დაესაჯა მკვლელები?! რამე გააკეთა? თითი თითზე დაადო? ორი უმაღლესი თანამდებობიდან პირადად შეეძლო ამის გაკეთება, თუ ასეთი ადვილია, მაგრამ არა... გაიქცა და ახლა ტალახს ისვრის“, - წერს გია აბაშიძე.