
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი შესრულდა.
ზვიად ზვიადაძემ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
ინფორმაციისთვის, გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 მაკა ასათიანი ოჯახის სიწმინდის დღეს დაესწრო - ნახეთ, კადრები
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი