
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას დაღუპვასთან რუსეთის კავშირი დაადასტურა და დაადგინა, რომ მოსკოვმა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლი „სიცოცხლის უფლება“ დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს ოთხოზორიას ოჯახისთვის 130 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სარჩელის სტრასბურგის სასამართლოში გიგა ოთხოზორიას დედის, ჯულიეტა ჭანტურიას, მეუღლის, ნინო მატკავას და შვილების, აკაკი და ქეთევან ოთხოზორიების სახელით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა.
30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩასთან, საოკუპაციო ხაზთან მოკლეს. მის მკვლელს, ე.წ. მესაზღვრეს რაშიდ ქანჯი-ოღლის საქართველოს სასამართლომ დაუსწრებლად 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ქანჯი-ოღლიზე ძებნა ინტერპოლის ხაზით გამოცხადდა, მაგრამ ის ამ დრომდე დაკავებული არ არის. ოკუპირებულ აფხაზეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვეტილია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 თათა გიორგობიანის ცეცხლოვანი ფოტოები - „ვგიჟდები ისეთი ლამაზი ხარ“