მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც შვილი დაახასიათა და საბედისწერო ღამის დეტალები გაიხსენა:
„ვსწავლობდი თერჯოლის რაიონის სოფელში, ზედა საზანოში. უნივერსიტეტში ერთი 4-იანიც არ მყავდა ისე დავამთავრე. საკმაოდ ძლიერი ოჯახი მედგა უკან, თუმცა პირველივე კურსიდან ვამზადებდი ბავშვებს.
ამიტომ მქონდა სერიოზული კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ამას იმიტომ ვყვები რომ მინდა გაიგოთ როგორი იყო გიგა. მუშაობას ვამთავრებდი ძალიან გვიან, ალბათ 11 საათზე. თუ მაგისტრანტებს ვიმატებდი უფრო გვიანაც.
ერთხელ ძალიან ცუდად ვიყავი და გიგას მივწერე: დედიკო ძალიან ცუდად ვარ მეთქი. 27 წლის იყო გიგა. მან მითხრა რომ ტაქსისთვის გამომეძახებინა და წავსულიყავით კლინიკაში. ექიმმა თხელი საკვები დამინიშნა, დაბლენდერებული. ბულიონი ხომ არის ჩვეულებრივი კერძი, გიგაც ჭამდა ასეთ საკვებს ჩემთან ერთად. ყველაფერს ისე მიირთმევდა როგორც მე.
გიგას სასიკვდილო დარტყმამდე, წუთნახევრით ადრე ესაუბრე. ამას იმიტომ ვყვები, რომ ქუჩაში მიტოვებული შვილები ჰყავდათ და არ აინტერესებდათ სად იყვნენ ისინი. ამიტომ მომიკლეს გიგა“, - ჰყვება ეკა კუპატაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: