Digest Logo

გიორგი მამარდაშვილი: ჩავარდნას აღმასვლა მოსდევს, იმედია, ეს ხვალინდელი თამაშიდან დაიწყება

1794576418
გიორგი მამარდაშვილი

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა უნგრეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის დ ეცდებიან, რომ მწვრთნელის დავალებები ზუსტად შეასრულონ.

„ჩემი აზრით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ვენდობით ახალ მწვრთნელს და მის შტაბს, ყველანაირად აქვს ჩვენი მხარდაჭერა. ის ვარჯიშები, რაც გავიარეთ, კარგი იყო. ვეცდებით, ყველაფერი ერთად შევასრულოთ, კარგი თამაში ვაჩვენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

არ ვფიქრობ, ზაფხულზე. ყველანაირად ვცდილობ, რომ განვითარდე, ნაკრებში ვცდილობ, ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვიყო, რასაც ალბათ, შეამჩნევდით. დანარჩენს კი, ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ვისაუბრეთ ფეხბურთელებმა და ყველა ჩვენგანი განწყობილია, რომ გავაუმჯობესოთ. მარტივ გზას არ გავდივართ, დავეთანხმები მწვრთნელს. ყველას აქვს ჩავარდნა, მაგრამ ამ ჩავარდნას მოსდევს აღმასვლა და დიდი იმედი მაქვს, ეს აღმასვლა ხვალიდან დაიწყება. უნდა დავამტკიცოთ, რომ თუნდაც, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიყავით, ისე ვითამაშოთ და ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, შეგვიძლია იმ გზაზე სვლა გავაგრძელოთ“, - განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველო - უნგრეთის მატჩი 14 ნოემბერს, თბილისში, „მიხეილ მესხზე“ გაიმართება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორ და რატომ უნდა მივიღოთ ჩიას თესლი წყალთან ერთად - სპეციალისტების რჩევები და მარტივი რეცეპტი

⭕ „მტკვარი სისხლით მოედინებოდა...“ - შიდა ქიშპი, დაკარგული სახელმწიფოებრიობა და 100 ათასი წამებული: გიორგი ლობჯანიძის ისტორიული ანალიზი

⭕ ვარსკვლავური გზავნილი კვირისთვის: რომელი ზოდიაქოს ნიშნები აღმოჩნდებიან ფინანსური და პირადული წარმატების ეპიცენტრში

წყარო: newshub.ge

✕