
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ განაცხადშია და ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად გუნდს აზიაში გაჰყვება – შეკრებაზე წამსვლელი მოთამაშეების სია და ამხანაგური მატჩების მეტოქეები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
29 ფეხბურთელს შორის ახალწვეულებიც არიან – მეკარე გიორგი მამარდაშვილი, მცველი ჯერემი ფრიმპონგი და შემტევი ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი.
30 ივლისს „ლივერპული“ ჰონგ კონგში „მილანს“ დაუპირისპირდება, ხოლო 4 აგვისტოს „იოკოჰამას“ შეხვდება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕„ულამაზესები, გაიხარეთ“ - ნანუკა გულუა ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
წყარო: 1tv.ge