Digest Logo

გიორგი მამარდაშვილი „რეალთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

1684697090
გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

დაძაბულ შეხვედრაში ქართველმა მეკარემ არაერთი შთამბეჭდავი სეივით კარის მშრალად შენახვა მოახერხა, „ვალენსიამ“ კი ანგარიში 33-ე წუთზე, დიეგო ლოპეზის ზუსტი დარტყმით გახსნა.

მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ამ გამარჯვებით „ვალენსიამ“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე გადავიდა, რაც „ლა ლიგაში“ დასარჩენად გუნდისთვის დიდი ნაბიჯია.