Digest Logo

გიორგი მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ გაუტანა

1791968236
გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ფაზის მეორე ტურში ქართველი ფორვარდის „ვილიარეალმა“ საკუთარ სტადიონზე „ნაპოლი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

ანგარიში 23-ე წუთზე სწორედ მიქაუტაძემ გახსნა. მან მოედანზე 64 წუთი გაატარა, რის შემდეგაც შეცვალეს.

ყველა ტურნირზე გამართულ 10 შეხვედრაში წლევანდელ სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე პასია. მომდევნო შეხვედრას „ვილიარეალი“ 17 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში „ელჩესთან“ გამართავს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა არის ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი? - გია მურღულიას სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პოსტი

⭕ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება და მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

⭕„გლოვობ ყველაფერს, რაც გინდოდა მომხდარიყო და არ მოხდა“ - გიორგი რაზმაძის განმარტება

წყარო: imedi.ge

✕