Digest Logo

რა არის ადამიანის ცხოვრების მთავარი აზრი? - გია მურღულიას სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პოსტი

1791962327
გია მურღულია

ფილოლოგი გია მურღულია სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ემოციურ მიმართვას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე ცისა და მიწის დიად კავშირსა და იაკობის კიბეს განასახიერებს.

ავტორის თქმით, სვეტიცხოველი თითოეული ადამიანის სულშია და ის პასუხობს მთავარ კითხვას - ადამიანის ცხოვრების აზრი სიყვარულით სიყვარულთან დაბრუნებაა:

„სვეტიცხოვლობა ცისა და მიწის დიადი კავშირის დღესასწაულია.

სიმბოლურად ის იაკობის კიბეს განასახიერებს, რომელზედაც ანგელოზები ჩამოდიოდნენ და ადიოდნენ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ცა ზრუნავს ადამიანზე, ხოლო კაცს შეუძლია ისეთი ფერისცვალება, რომელიც მას ზეციურ სახლში დააბრუნებს.

იაკობის კიბე და სვეტიცხოველი თითოეული თქვენგანის სულშია.

ორივე გვპასუხობს მთავარ კითხვაზე: „რა აზრი აქვს ადამიანის ცხოვრებას?“

ეს აზრი ერთია - სიყვარულთან დაბრუნება სიყვარულით.

ამ პასუხთან ერთად კაცი მშვიდი რწმენით მიუყვება თავის გზას დაბადებიდან ღმერთთან შეხვედრამდე.
შენს გულში უკვე ჩამოვიდნენ ანგელოზები?

გილოცავთ სვეტიცხოვლობას!

დაე, ცოცხალი ( „ცხოველი“) სვეტის ტაძარმა გააძლიეროს კაციც და ქვეყანაც“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული წარმატება და მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება

⭕„გლოვობ ყველაფერს, რაც გინდოდა მომხდარიყო და არ მოხდა“ - გიორგი რაზმაძის განმარტება

⭕ „აკონტროლეთ თქვენი ფიქრები...“ - 14 ოქტომბრის ენერგიები

✕