Digest Logo

„გლოვობ ყველაფერს, რაც გინდოდა მომხდარიყო და არ მოხდა“ - გიორგი რაზმაძის განმარტება

1791957642
გლოვობ ყველაფერს

ფსიქოლოგ გიორგი რაზმაძის განმარტებით, ურთიერთობის დასრულების შემდეგ ადამიანს ყველაზე მეტად არა თავად პიროვნების დაკარგვა, არამედ გონებაში აშენებული მომავალი და არასდროს ახდენილი ოცნებები გტკივა.

მისი თქმით, მტკივნეულია მცირედი თბილი წუთებით გაჩენილი იმედისთვის თვეების განმავლობაში ჩაჭიდება და იმის გააზრება, რომ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი ცხოვრებაში მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა:

„რატომ გტკივა მისი დაკარგვა, როცა იცი, რომ ერთად მომავალი არ გქონდათ?  

• შეიძლება ადამიანი კი არა, ის მომავალი გტკივა, რომელიც მასთან გონებაში უკვე ააშენე  

• შენ მის გვერდით გატარებულ დროს კი არ გლოვობ მხოლოდ – გლოვობ ყველაფერს, რაც გინდოდა მომხდარიყო და არასდროს მოხდა

 • ზოგჯერ რამდენიმე თბილი წუთი იმდენ იმედს გვიჩენს, რომ ამ იმედს თვეების განმავლობაში ვეჭიდებით  

• ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ გონებით იცი – ის შენი ადამიანი არ იყო, მაგრამ მაინც ელოდებოდი, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება  

• შეიძლება მისი დავიწყება კი არ გიჭირს, არამედ იმის მიღება, რომ შენთვის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი შენს ცხოვრებაში მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა  

ზოგჯერ ყველაზე მეტად ის გვტკივა, რაც არასდროს გვქონია, რადგან რეალობასთან ერთად იმ ოცნებასაც ვემშვიდობებით, რომელშიც ბედნიერები წარმოგვედგინა თავი“, - წერს გიორგი რაზმაძე.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „აკონტროლეთ თქვენი ფიქრები...“ - 14 ოქტომბრის ენერგიები

⭕ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს

⭕გამოვა თუ არა მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე - რა ფოტოებს აქვეყნებს იმან ჰამამი?

✕