
გიორგი მიქაუტაძემ ისევ გაიტანა ლიგა 1-ში, მაგრამ „ლიონმა“ „ლანსთან“ საშინაო შეხვედრაში მტკივნეული მარცხი განიცადა – 1:2.
21-ე წუთზე ანგარიში „ლანსმა“ გოდუინ კოიალიპუს გოლით გახსნა და შესვენებამდე 1:0 დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, კარის აღებას ცდილობდა და მიზანს 78-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით მიაღწია.
მიქაუტაძემ ფლანგური გადაცემისას მცველს აჯობა და თავით ზუსტად დაარტყა. მაგრამ „ლანსმა“ ექვს წუთში ანას ზარურის ზუსტი დარტყმით მაინც მოიგო.
32 ტურის შემდეგ „ლიონი“ ლიგა 1-ში 54 ქულით მე-7 პოზიციაზე დაქვეითდა. გიორგი მიქაუტაძემ კი ანგარიშზე უკვე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამბობენ, კაკუნის ხმა დღემდე ისმისო...“ - სახლი თბილისში, რომელიც ღვინით არის აშენებული