Digest Logo

„დღე მეორე - ხელფასები ჩაურიცხეს მხოლოდ 17 თანამშრომელს, რა კრიტერიუმით, ვერ ვხვდები“ - ნანა ლეჟავა მორიგ პოსტს აქვეყნებს

1720712171
ნანა ლეჟავა

ტელეკომპანია TV24 დატოვა არხის დირექტორმა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანმა, ნანა ლეჟავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანა ლეჟავამ გადაწყვეტილება ფინანსური საკითხების გამო მიიღო, თუმცა რეალურ მიზეზებზე მან სოციალურ ქსელში უკვე ისაუბრა.

ახლახან კი ტელეკომპანიის დატოვების შემდეგ მეორე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„თაღლითები. დღე მეორე. ხელფასები ჩაურიცხეს მხოლოდ 17 თანამშრომელს. რა კრიტერიუმით , ვერ ვხვდები.პარტიის ოფისიდან შემოუთვალეს ხალხს, კონტრაქტებშიო სამსახურის დაწყების ვადები არეულია და ვასწორებთო.

თითოეულმა ადამიანმა იცის, როდის დაიწყო მუშაობა და ზუსტად ეგ თარიღები უწერიათ კონტრაქტებშიც და მეორე, ადამიანმა აიღო წინა თვეში ხელფასი! და მათთვის ივნისი მეორე თვეა და მათ არ აძლევთ ხელფასს! ანუ წინა თვეში კარგად იყო ყველაფერი და ახლა აირია თარიღები??? რა ვადებს ამოწმებთ, ჩლუნგებო???

„აბოლეთ”თაობები საქართველოსთვის” წევრები (ორნი ხართ სულ) და ხალხს მიეცით კუთვნილი ანაზღაურება . არ გავჩერდები!!! ჰო, კიდევ რეორგანიზაცია გამოუცხადებიათ. კომპენსაციების გაცემა არ უნდათ. დანარჩენს ხვალ მოვყვები ზეგაც და ყოველ დღე, სანამ ყველა არ მიიღებს იმას ,რისი ღირისაცაა!!“, - წერს ნანა ლეჟავა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გოგირდის დაწვა გველს აფრთხობს? როგორ დავიცვათ თავი ქვეწარმავლებისგან - ჰერპეტოლოგის რჩევები

„დაღლილი და დატანჯული დედა საშიშია... გოგონები იწყებენ დედის ქცევის „კოპირებას“ და მათთვის სრულიად ნორმალური ხდება უბედურად ყოფნა“ - რას წერს ფსიქოლოგი

🎥 რას გვპირდებიან ვარსკვლავები ზაფხულში - როგორია აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი