Digest Logo

გიორგი ქინქლაძე: კვარამ წარსული თაობების ნატვრა რეალობად აქცია, იქცა იმედად, რომ ხუთჯვრიანი დროშა მთავარ სცენებზე მუდმივად იფრიალებს

1737464375
გიორგი ქინქლაძე

საქართველოს ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდარული ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“-ში ტრანსფერს გამოეხმაურა.

როგორც ქინქლაძე წერს, კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზედაც ქართული ფეხბურთი არსებობის პირველი დღიდან ოცნებობდა. 

„კარგად მესმის, რას ნიშნავს იყო ქართველი და თან ფეხბურთს ამ ესთეტიკით თამაშობდე. კიდევ უფრო კარგად ვიაზრებ, რამდენად რთულია მიმზიდველი, საფირმო სტილის დაცვით წარმატების ისტორია შექმნა და ამ ყველაფერს, გვირგვინად, გუნდური და ინდივიდუალური ტიტულები დაადგა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო ის, რაზეც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთი არსებობის პირველი დღიდან ოცნებობს.

კვარამ წარსული თაობების ნატვრა რეალობად აქცია და მომავალ თაობებს წარმატებისკენ მიმავალი ჭიშკარი შეუღო. იქცა იმედად, რომ ხუთჯვრიანი დროშა მთავარ სცენებზე მუდმივად იფრიალებს.

ეს დიდი გაბრწყინების მხოლოდ გარიჟრაჟია და მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის. წარმატებები!“, - წერს ქინქლაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისში დაკარგულ ახალგაზრდას კვლავ ეძებენ

„კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჩემო სიყვარულო...“ - მარიამ მათიაშვილი დედა გახდა

ლევან ჩხაიძის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა