Digest Logo

გიორგი ქოჩორაშვილი ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტად დაასახელეს

1729006587
იორგი ქოჩორაშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა – ასეთია გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები.

გიორგი ქოჩორაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად 2023 წლის სექტემბერში ითამაშა და მას შემდეგ გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. მან „ჯვაროსნების“ ფორმით ჩატარებულ 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

ქოჩორაშვილი მონაწილეობდა ევრო 2024-ის პლეი ოფის ორივე მატჩში, 2024 წლის 26 მარტს საბერძნეთის წინააღმდეგ პენალტების სერიაში პირველი დარტყმა შეასრულა.

ზაფხულში გიორგიმ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრო 2024-ის ყველა მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში თურქეთთან, 32-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი მისი გადაცემით გაიტანა.

ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტს გაზეთი „სარბიელი“ მეოთხე სეზონია ავლენს. გამარჯვებულს ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის მიერ დამზადებული პრიზი გადაეცემა – გიორგი ხვედელიძის პერსონაჟის ფიგურა კინოფილმიდან „ფეოლა“.

„სარბიელის“ ტრადიციულ გამოკთხვაში ჩვენი კოლეგების რეკორდული რაოდენობა, 86 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა. შედეგები სასტუმრო „შერატონი მეტეხში“ გამოცხადდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ არსებობს სიკეთე გააკეთო და განსაცდელი არ მოჰყვეს...“ - რას ამბობს მამა თეოდორე გიგნაძე

🎥 „სოფელში არ გვქონდა შესაძლებლობა სიმღერას გავყოლოდი…“ - თორღვას გზა რაგბიდან სიმღერამდე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა საცხოვრებელი სახლის პირველ და მეორე სართულებს შორის გაჭედილი კნუტი გამოიყვანეს

წყარო: 1tv.ge