
გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ტურის რჩეულები ლა ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა, LALIGA HYPERMOTION-მა დაასახელა.
25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა „ალმერიასთან“ შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, გოლთან ერთად საგოლე გადაცემა ჩაიწერა და „ლევანტეს“ გამარჯვებაში (4:2) გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ამ მოგებასა და გიორგის თამაშს ფასს ისიც მატებს, რომ „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში გალიდერდა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, ვალენსიურ კლუბში იმედი გაუჩნდათ, რომ ლა ლიგაში დაბრუნებას მოახერხებენ.
შეხვედრის დასრულებისთანავე ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა Sofascore-მა ქოჩორაშვილს 8,1 ქულა დაუწერა, შემდეგ 8,3-მდე დააკორექტირა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელა. ახლა კი ქოჩორაშვილი ლა ლიგა 2-ის სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს – ეს მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ასაკი შენთვის მართლაც მხოლოდ ციფრებია“ - ნინო ნადირაძე საბერძნეთში მოგზაურობს
⭕ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა
🎥 „ნუ მეძახი“ – გია ყანჩელის გენიალური კომპოზიცია დავით ლონდარიძისა და ნათია დევდარიანის შესრულებით
წყარო: 1tv.ge