Digest Logo

ისრაელში ტერორისტულ თავდასხმას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

1727848319
ისრაელში საქართველოს საელჩო

ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1-ელ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

5000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - ნახეთ, მისამართები

⭕მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში - დაკავებულია 14 პირი: რა ინფორმაციას ასაჯაროებს შსს?

⭕„ასაკი შენთვის მართლაც მხოლოდ ციფრებია“ - ნინო ნადირაძე საბერძნეთში მოგზაურობს