Digest Logo

გიორგი სარდალაშვილმა ტაშკენტის „გრანდ სლემზე“ ვერცხლის მედალი მოიპოვა

1709303241
გიორგი სარდალაშვილი

„უზბეკეთში, ტაშკენტში, „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ტურნირზე იასპარეზა ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ). სპორტსმენი ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ დოსტონ რუზიევთან დამარცხდა და შეჯიბრება ვერცხლის მედლით დაასრულა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრამდე გიორგი სარდალაშვილმა უზბეკ, ტაჯიკ და ყაზახ სპორტსმენებს აჯობა, ნახევარფინალში კი ფრანგ რომენ ვალდიე პიკარს სძლია.

„გრანდ სლემის“ პირველ დღეს წარუმატებლად იასპარეზეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ) და ლაშა ნადირაძემ (-66 კგ). მედლების მოპოვებას შეეცდებიან ბაგრატ ნინიაშვილი (-73 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და იმედა გოგოლაძე (-100 კგ). ტაშკენტის „გრანდ სლემზე“ 68 ქვეყნის 495 სპორტსმენი ასპარეზობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 ყველაზე ძვირფასი საჩუქარი და სიურპრიზი მეუღლისგან ირაკლი ნოზაძეს - წყვილს მესამე შვილი ეყოლება

⭕1 მარტი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს გასულ წლებში?

🎥 ვინ შეიტყობს ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა მომავლის გეგმები შეგაცვლევინოთ და ზოდიაქოს რომელ ნიშანს აქვს ფლირტისთვის საუკეთესო პერიოდი? - 1 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი